Общее·количество·просмотров·страницы

воскресенье, 9 ноября 2008 г.

პროექტის სახელი: "ჩემი ქალაქის ღირსეული ადამიანები"


პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:ჩვენს გვერდით ბევრი ისეთი ღირსეული ადამიანია, რომელიც მრავალ სასიკეთო და ღირსეულ საქმეს აკეთებს, მათი მოღვაწეობის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის რამ. კარგი იქნებოდა მათი საქმიანობა გამოგვეტანა სააშკარაოზე და ჩემი პროექტის დახმარებით ისინი საზოგადოებისთვის გაგვეცნო.

პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია ბავშვების მიერ ისეთი ადამიანების მოძიება, რომლებიც დღესდღეობით "ჩრდილში" დგანან, საზოგადოებამ ცოტამ თუ იცის რამ მათი ღირსებების შესახებ.მათს შესახებ ინფორმაციის მოძიებით და ინტერნეტში განთავსებით ისინი წარმოჩინდებიან საზოგადოების წინაშე, მათი ცხოვრების შესწავლით მოსწავლეები შესძლებენ ამ ადამიანების წარმატებების და პრობლემების გათავისებას, წარმატებები ბავშვებს გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაში, ამასთანავე დაიწყებენ მათი პრობლემების მოსაგვარებლად(თუ ასეთი არსებობს) გზების ძიებას.

მონაწილეთა ასაკი/კლასები:12-18წელი/VII-XII კლასები.

ვადები/ხანგრძლივობა:2009წ.ნოემბერი-2010წ მაისი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება, კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, მასალების განთავსება ბლოგში, ისტ-ის გამოყენება, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა,სურათების გადაღება, სტენდებისა ფოტოალბომების შექმნა, მასალების ინტერნეტში განთავსება. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ღირსეული ადამიანების შესახებ ცნობების ელექტრონული ვერსია, ფოტოალბომი, სტენდი, შემოქმედებითი პრეზენტაციები, ბლოგები.

სარგებელი სხვებისათვის:მოსწავლეები შეიძენენ და გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს, ღირსეულ ადამიანებთან კონტაქტის და მათი ნამოღვაწარის გაცნობა და მათი მიბაძვის სურვილი მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მომავალი პროფესიის არჩევაში, გაიღრმავებენ ისტ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს და შეისწავლიან ვებ-2.0-ის სერვისებს. საქართველო ერთხელ კიდევ დადებითად წარმოჩინდება მსოფლიოს წინაშე, ღირსეული, მაგრამ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნებების სააშკარაოზე წარმოჩენამ შეიძლება შეგვაძლებინოს იმ პრობლემების განსაზღვრა, რომლებიც მათ აქვთ და აღმოგვაჩენინოს ამ პრობლემების მოგვარების გზები (შემოქმედი ადამიანების ნამუშევართა ინტერნეტში განთავსება-განსაკუთრებით ეს ეხებათ ჩვენს ხელმარჯვე ქალებს, ნამუშევრებს გზას გაუხსნის მსოფლიო ბაზრისაკენ).

სამუშაო ენა:ქართული, რუსული, ინგლისური

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (ღირსეულ ადამიანებთან შესახვედრად ესტუმრებიან თავისი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს), გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვა და სხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას).საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტებთან შეხვედრით და მათი მიღწევების გაცნობით გაუჩნდებათ ინტერესი ამ საგნებისადმი. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით და ინტერნეტში განთავსებით,ვიდეო და ფოტომასალების მოძიებით და ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით, ნამუშევრების განთავსებით ბლოგში) და სხვა ,ქართულ ენასა და ლიტერატურაში- შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარებს, გაიუმჯებესებენ წერისა და კითხვის ჩვევებს, გამოუმუშავდებათ კვლევის, დისკუსიების გამართვის უნარი , ხელოვნებაში კი გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
გორის #4 სკოლა: 1. ,,შურა პაპას საიდუმლოება"
2. ,,ვიცნობდეთ ჩემი ქალაქის სასახელო ადამიანებს"
3. ,,ახალგაზრდა შემოქმედი"
გორის რაიონის სოფ.ზერტის საჯარო სკოლა
გორის #6 საჯარო სკოლა


პროექტის ფასილიტატორის სახელი:თამარ ჯოლბორდი

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tamarijolbordi@gmail.com

პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?NodesByDateD@@.eea355e

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://icttrainingtamari.blogspot.com/

14 комментариев:

  1. თამრი ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია. და ვითანამშრომლოთ.ok.

    ОтветитьУдалить
  2. თეა, დიდი მადლობა თანადგომისათვის

    ОтветитьУдалить
  3. თამრი საუკეთესო თემა შეგირჩევია. შენს გვერდით მიგულე.

    ОтветитьУдалить
  4. ქალბატონო თამარ მომეწონა შენი ჩანაფიქრი გისურვებ წარმატებებს.

    ცირა ბუჯიაშვილი X სკოლა

    ОтветитьУдалить
  5. შესანიშნავი იდეაა! აუცილებლად შემოგიერთდებით.თბილისის 90-ე სკოლა.

    ОтветитьУдалить
  6. შესანიშნავი იდეაა! აუცილებლად შემოგიერთდებით თბილისის 90-სკოლა.მარიკა.

    ОтветитьУдалить
  7. ქალბატონო თამარ,
    უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ძალიან საჭირო და ყველასთვის მისაღები თემაა;დიზაინიც შესაბამისი და გემოვნებით შერჩეულია.

    ОтветитьУдалить
  8. ქალბატონო თამარ,ძალიან საინტერესო პროექტია. გვსურს
    მივღოთ მონაწილეობა.ვფიქრობ ჩვენი ჩანაფიქრი მოგეწონებათ.
    პატივისცემით,
    გორის N4 საჯარო სკოლის ისტ. მენეჯერი:ლეილა ხმიადაშვილი
    ჩვენი პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lalikogorimeotxeskola.blogspot.com

    ОтветитьУдалить
  9. ქალბატონო ლეილა! მე ყოველთვის სიამოვნებით ვათვალიერებ თქვენს მიერ შექმნილ ბლოგებს, რომლებიც ვიზუალურადაც სასიამოვნოა და შინაარსობრივადაც, მჯერა თქვენი გულმოდგინების და მოხარული ვარ თქვენი ჩემს პროექტში ჩართვის, მჯერა თქვენი და ქალბატონი ეკას მონდომების. გთხოვთ ჩენს ფოსტაზე გამომიგზავნოთ სამუშაო გეგმა და მონაწილეთა გვარები.
    პატივისცემით თამარი

    ОтветитьУдалить
  10. ქალბატონო თამარ არ შემეძლო მონაწილეობა არ მიმეღო თქვენს პროექტში, რადგან ისინი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნებით, საინტერესო შინაარსით, დიზაინით და ინტელექტუალობით.
    დავიწყეთ მუშაობა ბლოგზე, რომელიც ეხება ეკონომისტ, თვითნასწავლ დეკორატორს _ალექსანდრე ელიზბარაშვილს; მხატვარს, პოეტს _ ჟუჟუნა ვაშაგაშვილს და ხელოვანს _ ლიზი მამულაშვილს.
    ფოსტაზე გამოგიგზავნეთ სამუშაო გეგმა და მონაწილეთა სია.
    ასევე გიგზავნით ჩვენი ბლოგის ლინკს:

    http://lalikogorimeotxeskola.blogspot.com/

    პატივისცემით,

    გორის N4 საჯარო სკოლის ისტ. მენეჯერი: ლეილა ხმიადაშვილი

    ОтветитьУдалить
  11. ქალბატონო თამარ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ თქვენს პროექტში: „ჩემი ქალაქის სახელოვანი ადამიანები“
    უკვე დავიწყეთ მუშაობა ბლოგზე, რომელიც შეეხება ელენე ქონიაშვილსა და იოსებ ელიზბარაშვილს.
    აქვე გიგზავნით ჩვენი ბლოგის ლინკს:
    http://ekaelizi.blogspot.com/

    პატივისცემით გორის #6 საჯ. სკოლის ისტ.მენეჯერი ე.ნადირაძე

    ОтветитьУдалить
  12. ძალიან კარგი კოლეგებო,გისურვებთ წარმატებებს

    ОтветитьУдалить
  13. მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
    მინდა გაცნობოთ რომ გადავწყვიტეთ პიროვნებებზე : ეკონომისტ, თვითნასწავლ დეკორატორზე_ალექსანდრე ელიზბარაშვილზე ; მხატვარ, პოეტ _ ჟუჟუნა ვაშაგაშვილზე და ხელოვან _ ლიზი მამულაშვილზე ცალ-ცალკე გაგვეკეთებინა ბლოგები, ვფიქრობთ, რომ მოგეწონებათ ჩვენი არჩევანი.

    გიგზავნით ამ ბლოგების ლინკებს. ვეცდებით თანდათან დავხვეწოთ და სრულყოფილი სახით წარმოგიდგინოთ.

    ეს ბლოგებია:
    1. ,,ვიცნობდეთ ჩვენი ქალაქის სასახელო ადამიანებს”_
    http://lalikogorimeotxeskola.blogspot.com/

    2. ,,ახალგაზრდა შემოქმედი" _
    http://axalgazrdashemoqmedi.blogspot.com/

    3.,,შურა პაპას საიდუმლოება"_
    http://shurapapassaidumloeba.blogspot.com/

    პატივისცემით ,
    გორის N4 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი ლეილა ხმიადაშვილი

    ОтветитьУдалить
  14. ლალი და ეკა! მადლობა თქვენს ჯგუფს ასეთი აქტიურობისა და მონდომებისათვის, თქვენ, თქვენს მოსწავლეებთან ერთად უდავოდ კარგ საქმეს აკეთებთ. თვითონ მე პირადადაც ლია მამულაშვილზე და ალექსანდრე ელიზბარაშვილზე არაფერი არ ვიცოდი მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩემი პროექტის მიზანიც ხომ ეს არის–საზოგადოებას გავაცნოთ ასეთი ღირსეული პიროვნებები. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენს ჯგუფს ამისათვის. გისურვებთ წარმატებებს.
    თამარი

    ОтветитьУдалить